საქართველო-ბელორუსის ურთიერთობა

РИА Новости: ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

РИА Новости-ს ინფორმაციით, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ზაიაცის განცხადებით, ლუკაშენკო თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

"მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება", - განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები