საქართველოს საგარეო კურსი

კანდელაკი: მთავრობა სულ უფრო თვალშისაცემად უხვევს ქართველი ხალხის არჩევანს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, "რეალურად, დე ფაქტო საქართველოს დღევანდელი მთავრობის საგარეო კურსი სულ უფრო თვალშისაცემად უხვევს ქართველი ხალხის არჩევანს, სულ უფრო აშკარად ეწინააღმდეგება ამ არჩევანს". მისი თქმით, ამის ბოლო მაგალითი იყო პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის მიერ "ფაქტობრივად უარის თქმა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ შემაშფოთებელი, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, ჩვენი ხალხის არჩევანს და აუცილებელია, რომ, როგორც მინიმუმ, გაიმართოს სრულფასოვანი დებატები ამ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში".

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "ბრიუსელშიც, რუსეთშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას". მისივე თქმით, NATO-სთან თანამშრომლობა არ გულისხმობს ქვეყანაში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას და "ეს გეგმები ბუნებაში არ არსებობს".

კომენტარები