პოლიციამ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე სამშაბათს, 4 მარტს, თბილისში, დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 353-ე მუხლით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.
ცნობისთვის, მელორ ვაჩნაძე 2013 წლის 28 მარტს, ლაგოდეხის რაიონში, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ვაჩნაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ მელორ ვაჩნაძემ რუსთავის მე-17 დაწესებულება პარლამენტის მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. მოძრაობის "შემოგვიერთდი" ლიდერი თაღლითობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2009 წლიდან იხდიდა სასჯელს.