ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. დამამცირებელია და შეურაცხმყოფელია, როდესაც სახელმწიფოს ვუყენებთ პიროვნებას მტრად. მე არ მითქვამს არსად, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ ადამიანი, პიროვნება, თუგინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი... პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?.. რას ნიშნავს მტერი? სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს, მე ვარ საქართველოს მტერი, შეძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი. ვერცერთი ადამიანი საბოლო ჯამში სახელმწიფოს მიმართ მტრული გადაწყვეტილების რეალიზაციას ვერ მოახდენს...
tbl.ge/6ow
დაკოპირდა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განმარტავს საკუთარ განცხადებას იმის შესახებ, რომ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება, პალიტრა ტვ-ს გადაცემა რეზიუმეში.
ამავე თემაზე
- ზაქარეიშვილი: თვალი გავუსწოროთ, რომ პუტინს მოსახლეობის 75 %-ის ნდობა აქვს
- ზაქარეიშვილი: დასავლეთში სერიოზული ხმაური ავტეხეთ
- ზაქარეიშვილი: 2 წელი ისე გავიდა, ერთი წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია
- ზაქარეიშვილი: არ მინდა, სხვა რეგიონები აფხაზეთის პრობლემის მძევლები გახდნენ
- ზაქარეიშვილი: ჩემპიონი მინისტრი ვარ, რომ ყოველთვის ვხვდები მოქალაქეებს