პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

დარჩიაშვილი: უპრეცედენტოა, როცა უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომებს

უპრეცედენტოა, როდესაც უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ასეთი რამ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს. თუ ვინმე იტყვის, რომ "აი, გუშინ ჩატარდა კომიტეტზე განხილვა და ამიტომ, სასაუბრო აღარაფერია", ეს იქნება აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანის ნათქვამი.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის ჩაშლაზე. დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. პირველად 31, მეორედ - 34, ხოლო მესამედ - 42 დეპუტატი დარეგისტრირდა. რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარასებობის გამო ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ ჩაიშალა.

კომენტარები