წმიდა ცეცხლის რიტუალი

იერუსალიმში ქრისტიანთა ნაწილის რწმენით ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა

მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმში, იესო ქრისტეს სავარაუდო საფლავზე წმიდა ცეცხლი გარდამოვიდა.

წმიდა ცეცხლის პროცესიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არქიმანდრიტი მონაწილეობდნენ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ვერსიით, ცეცხლის გარდამოსვლა უბრალო რეპრეზენტაციაა და არ წარმოადგენს სასწაულს. კერძოდ, მათი თქმით, ცეცხლს პატრიარქი და არქიმანდრიტი კუვუკლიაში მოთავსებული კანდლებიდან ანთებენ.

წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას - როგორც სასწაულს არ აღიარებენ არც სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები. მათ შორის არც კათოლიკე ეკლესია.

კომენტარები