ე.წ. კორტების სპეცოპერაცია

ადვოკატი: სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა კახაბერ ნაკანმა ციხეში ვენები გადაიჭრა

http://newposts.ge/

ადვოკატ კახა შონიას ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ ნაკანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. ნაკანის ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. 

"ნაკანი დიდი ხანია, უშედეგოდ ითხოვს გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას. მას ეკუთვნის, რომ როგორც სამართალდამცველი, გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. ნაკანმა მიმართა როგორც სახალხო დამცველს, ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს", - განუცხადა ადვოკატმა სააგენტო ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ნაკანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი, ექვსი სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები