ტურისტები

საგანელიძე: ტურისტების კონტროლი უნდა ხდებოდეს - ეს იგულისხმა ჯავახიშვილმა

ტურისტებთან დაკავშირებით, ჩემი გარკვეული სხვა მოსაზრება შეიძლება მქონდეს, იმიტომ, რომ ტურისტი რაც მეტია ქვეყანაში, მით უფრო კარგია, მაგრამ სიტყვა ბევრი ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, ტურისტთან ერთად შემოსულ ძალიან სხვა მიზნით ადამიანებს. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული კონტროლი უნდა არსებობდეს. ტურისტების ნაკადმა, რა თქმა უნდა, უნდა იმატოს ქვეყანაში, მაგრამ ამას უკონტროლობა არ უნდა ერქვას და გარკვეული კონტროლი უნდა ხდებოდეს - ვინ შემოდის, რა მიზნით შემოდის და ხანდახან, რა მოყვება ამას. ეს იგულისხმა ჩემი აზრით ბატონმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ტაბულას კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ ბევრი ტურისტი საზიანოა და კვოტები უნდა დაწესდეს.

კომენტარები