სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება

პუერტო-რიკომ სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება მოახდინა

Park Ranger

პუერტო-რიკოში სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებული გახდა. შესაბამის ბრძანებას გუბერნატორმა ალეხანდრო გარსია პადილამ მოაწერა ხელი.

გუბერნატორის განცხადებით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მარიხუანას სამკურნალო ეფექტი აქვს: "კანაბისის მოხმარება ამცირებს გაფანტული სკლეროზის, აივ/შიდსის, გლაუკომის, ალცჰაიმერის, შაკიკის, პარკინსონისა და სხვა დაავადებების შედეგად გამოწვეულ ტკივილებს", - ამბობს პადილა.

პუერტო-რიკო უერთდება აშშ-ის იმ შტატების ჩამონათვალს, რომლებმაც სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინეს. ესენია - ალასკა, არიზონა, კალიფორნია, კოლორადო, ვაშინგტონი, ჰავაი, მენი, მიჩიგანი, მონტანა, ნევადა, ნიუ-მექსიკო, ნიუ-ჯერსი, ორეგონი, ვერმონტი, როდ-აილენდი და კოლუმბიის ფედერალური ოლქი.

კომენტარები