აქცია პარლამენტთან

ქუთაისში, პარლამენტთან მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ტაბულა

მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ და აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობამ არცერთი დაპირება არ შეასრულა და პარლამენტმა მას ნდობა არ უნდა გამოუცხადოს. აქციაზე მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით - "გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე", "გადადგეს უნიათო ხელისუფლება", "ძირს კრემლის მონა მთავრობა" და ა.შ.

აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები