მექსიკაში, ქალაქ ტანჰუატოში უშიშროების ძალებსა და ნარკოკარტელის წევრებს შორის შეტაკებას 44 ადამიანი ემსხვერპლა, პოლიციამ 3 შეიარაღებული პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მექსიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის, ალეხანდრო რუბიდოს თქმით, ძალოვნებმა ალყაში მოაქციეს ერთ-ერთი რანჩო, სადაც კარტელის წევრების შეკრება იყო. მისი თქმით, ცეცხლი პირველებმა ეჭვმიტანილებმა გახსნეს. ორმხრივ სროლას 2 პოლიციელი ემსხვერპლა.
რუბიდომ ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული პირები ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. მისი თქმით, აღნიშნული დაჯგუფება ძირითადად მეზობელ შტატში, ხალისკოში მოქმედებდა. ორგანიზაციის სახელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.