ევროპული თამაშები

ევროპული თამაშების წინ ავსტრიელ სპორტსმენებს ავტობუსი დაეჯახა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

ბაქოში, ევროპული თამაშების გახსნის წინ არასრულწლოვანი ავსტრიელი სპორტსმენები ავტობუსმა გაიტანა. ორი 15 წლის სინქრონულად მოცურავე გოგონა მძიმედაა დაშავებული. ისინი ვენის კლინიკაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავით გადაიყვანეს. მესამე დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, რის შემდეგაც იგი გუნდს დაუბრუნდა. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ევროპული თამაშების ბაქოში ჩატარების გამო კრიტიკა გამოთქვეს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა, რადგან ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა. თამაშების ბაქოში ჩატარება დაგმო ასევე ევროპარლამენტმა. თამაშებზე დასასწრებად აზერბაიჯანში ვიზიტს ვლადიმირ პუტინი გეგმავს.

კომენტარები