მცოცავი ოკუპაცია

კარასინი: ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, არის პირდაპირი პროვოკაცია

ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პროვოკაცია, მიმართული იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. მე ჩემს აზრზე ვრჩები, ყველა სასაზღვრო ნიშანი, რომელიც ადგილზე 8 აპრილამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესაბამისად, თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ვითარების გასარკვევად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.

კომენტარები