ალასკაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ერთ-ერთი აქტიური ვულკანიდან 45 მილის დაშორებითაა.
ზარალის ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცუნამის შესახებ გამაფრთხილებელი ეროვნული ცენტრის ცნობით, აღნიშნული მიწისძვრის შემდეგ ცუნამი მოსალოდნელი არ არის.