კრიმინალი

გორში მამაკაცის მკვლელობისთვის გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დავით ბ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გორში, მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები