მალაიზიური ბოინგი

მალაიზიური ბოინგის კატასტროფის მიზეზებზე ანგარიში 13 ოქტომბერს გამოქვეყნდება

gdb.voanews.com/

ნიდერლანდების ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო საბოლოო მოხსენებას უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატრასტროფის მიზეზების თაობაზე 13 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. მანამდე მოხსენების შინაარსს დაღუპულ მგზავრთა ოჯახის წევრებს დახურულ შეხვედრაზე გააცნობენ.

ნიდერლანდების ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს გარდა, სისხლის სამართლის გამოძიებას გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფი აწარმოებს. გამოძიების წინასწარი ვერსიის თანახმად, სამგზავრო ლაინერი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოშვებული ბუკის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.

რუსეთი ლაინერის ჩამოგდებასთან კავშირის უარყოფს, ამავე დროს, კატასტროფის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო.

გასული წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

კომენტარები