ბატონი ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელის არ მოწერა (რაც მას კანონით ეკრძალება), "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო", არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და რთულია დაიჯერო, რომ ამის უკან სულ ცოტა მისი პირადი პოლიტიკური მოტივები არ დგას. ბატონი ტურავა ვერ ხვდება, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ გიგი უგულავაზე, რომელიც ბრალის დამტკიცების გარეშე 9 თვეზე მეტია ზის საპატიმროში, საუბარია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც მომავალში შეიძლება იჯდეს წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტ ხანს ისე, რომ ბრალი დამტკიცებული არ ქონდეს, ან მის მიმართ 9 თვიანი ვადის გამოყენების გამოყენების ნორმა მის საზიანოდ იყოს განმარტებული სამართალდამცავების და სასამართლოს მიერ. ზუსტად ამის განმარტების მცდელობა ქონდა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ......იმედია მოსმენების კანონისა და "ეს შენ გეხებას" სარჩელის გახილვის დროს მსგავსად არ მოიქცევა
tbl.ge/apw
დაკოპირდა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის მიზეზით.
მერაბ ტურავაგიგი უგულავაეკა გიგაურისაერთაშორისო გამჭვირვალობასაკონსტიტუციო სასამართლოგიგი უგულავას საქმე
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა