თქვენ გადაიყვანეთ პოლიცია ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდის და მისი პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე და გახადეთ ისინი მის სახლთან გუშაგებად, რითაც მათ ღირსებას დააბიჯეთ ფეხი . ბიძინა ივანიშვილმა სქემა შემოგვთავაზა, რომ ყველგან უნდა დაინიშნონ მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები. როდესაც ამას ხედავს იზორია, ცხადია, არავის არ უნდა გვიკვირდეს, რომ ის თავის თავს აძლევს უფლებას, რომ მისი ძმა გადაადგილდებოდეს სპეციალური საშვით. როდესაც ამას ხედავს ცინარიძე, მერე აღარავის არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მან მთელი პატრული, ყველასთვის საამაყო პატრული გადააქცია მთვრალი მექორწილეებისა და მაყრიონის გამცილებლად.
ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა
ნადირაშვილი: პოლიცია ივანიშვილის პინგვინების სიმშვიდის სადარაჯოზე გადაიყვანეთ
tbl.ge/oox
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს
- პროკურატურა: ნათია მეზვრიშვილს დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვი არ ჰქონია
- შს მინისტრმა დარღვევის ნებართვები ძალადაკარგულად გამოაცხადა
- კილაძე: ჭიკაიძემ ე.წ. ნარუშილოვკა ქეიფის დროს რიგით მოქალაქეს აჩუქა
- ბოკერია: ვიდეომასალაში ნაჩვენები პრობლემის ძირი არის ივანიშვილის მმართველობა