აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა. კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა და კიდევ ერთ გაუგებრობაში მოხვდა ეს კაცი. სასამართლოზე ჯერ როგორ იკადრა, მან დაარღვია კანონი. კანონის სადარაჯოზე მდგომად უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონ არღვევს. რაც შეეხება დაპირისპირებას, არავითარი საფუძველი არ არის. არ აქვს მას უფლება, მოსამართლეს მიანიშნოს რამე. ასევე არ ჰქონდა უფლება ეთქვა, რომ რაღაც ხდება და კონსტიტუციური ბალანსი უნდა დაიცვას. სხვათაშორის, ხიდაშელმა უპასუხა ძალიან კარგად, მე უფრო მწვავედ ვუპასუხებდი. არაფერი არ ხდება, გარდა ამ 2000 კაცისა. 2000 კაცს ქელეხზეც მოაგროვებ. ზოგს ფულს უხდიან, ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია. არაფერი არ ხდება, რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი. ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა აქ დაუშვა, არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს.
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
ივანიშვილი: რომელ დაპირისპირებაზეა საუბარი, 2000 კაცს ქელეხზეც მოაგროვებ
tbl.ge/3ha
დაკოპირდა
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ბურჭულაძე: ივანიშვილი პრეზიდენტობასა და სანაცვლოდ 10 მილიონს მთავაზობდა
- ივანიშვილი მაკა ცინცაძეს: თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის
- ივანიშვილი: მიღებულ ნდობას საზოგადოებასვე ვუბრუნებ, მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ
- ივანიშვილი: წასული კაცი 5 წლის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალს ყველაფერს
- ივანიშვილი: "არაფორმალური მმართველობა" ერევათ საზოგადოებრივ კონტროლში