2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე და ტყუილად არ გავიკეთე ნიშანი. 2030-სთვის შეიძლება, ახლოს იყოს ჩვენი ეკონომიკა ევროპულთან. 10-ჯერ ნაკლები ეკონომიკა გვაქვს უხეშად, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული საერთო სასაქონლო პროდუქცია. ამიტომ, ჩვენ თუ სწორებას გავაკეთებთ დღეს, შვეციასთან ან შვეიცარიასთან და ამით ტრაგიკულ მდგომარეობას დავხატავთ, რა თქმა უნდა, ძალიან დავიბნევით ან მსგავს... ახლა ვიხსენებ, პრემიერად როდესაც მამტკიცებდნენ, უმცირესობასაც უნდა შევხვედროდი და იქ ჰყავთ ერთ-ერთი ინტელექტუალი, ბრჭყალებში, ღვინიაშვილი, და ასეთი შეკითხვა დამისვა - რა დახანით და სად გადახანით, სოფლის მეურნეობას რომ პირდებოდით მოსახლეობას, ამდენს დავხნავთ-დავთესავთ, აბა რა გააკეთეთო? წარმოიდგინეთ, როდის ხდება ეს, როდესაც პრემიერად მამტკიცებდნენ. ე.ი, ერთი თვის მერე არჩევნებისა მეკითხება, რომ სად არისო? მისივე თანაგუნდელებმა დასცინეს. დღესაც, ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ იგივეს, რომ გააღვივონ - რატომ არ არის ჩვენთან შვეიცია ან შვეიცარია? ჩვენი რეალობიდან მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლებოდა და ეს პროცესი გრძელდება. რაც მთავარია, ყველაფერი სწორ კალაპოტებში ჩაჯდა.
tbl.ge/j33
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- პრემიერი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება
- ასლი ივანიშვილს: თქვენი დაპირებები 2012 წლის 5 ოქტომბრის მზესთან ერთად ჩაესვენა
- ივანიშვილი: მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ
- აგულაშვილი ივანიშვილის დაპირებაზე: წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ
- პრემიერი ივანიშვილის დაპირებაზე: ორი წლის წინ პროგნოზირება არავის შეეძლო