მე არ მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა. პრინციპში, ეს აკრძალული არაა. მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს მარტივად, არამარტო სტალინთან. თუ გინდათ. სტალინის მსგავსი პატარა თვისებები ჩვენს ბოლო ლიდერს რომ ჰქონდა, ამასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება, ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ და არ შეიძლება, რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას, ან წესრიგს ჩაეყაროს საფუძველი და რაღაც იდეოლოგიას. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სტალინთან გამოტანილია და რაც გამოტანილია, მე მთლიანად ვემხრობი ამაში, ახალს ვერაფერს მოგახსენებთ. ის, რომ ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლებაც აქვთ. და ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორია არის დაკავშირებული სტალინთან. მათ რიცხვში, ჩვენი ქვეყნის განვითარების და, შესაბამისად, მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაშიც არაფერი დანაშაული არ არის, ეს მისი ნებაა და მისი უფლებაა.
tbl.ge/fwg
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებაზე, რომ "მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება".
ამავე თემაზე
- კადიროვი: გამოვიჩინოთ კეთილი ნება და სტალინის ნეშტის ნარჩენები ქართველებს გადავცეთ
- სუბარი: სტალინი რომ მოვიდეს, პირველ რიგში, თოფაძეს მიადგება და გააკულაკებენ
- ჯაფარიძე - ბერძენიშვილი - დოლიძე: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის განცხადებით
- სესიაშვილი: პარლამენტში იმდენი მიშისტია, ერთი სტალინისტით არაფერი დაშავდება
- ვოლსკი: ზოგს სტალინი მოსწონს, ზოგს მარქსი და ზოგს ტროცკი