გასათვალისწინებელია ის, რომ პატრიარქი წარმოადგენს ინსტიტუციას, რომელსაც აქვს საკმაოდ გამოკვეთილი მიდრეკილება იმისკენ, რომ საქართველოში არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესზე მოახდინოს გავლენა, არამედ ადამიანების პირად ცხოვრებაზეც, ამ სივრცეშიც შეიჭრას და შეიჭრას ასევე ხელოვნების სივრცეშიც. ეს უკვე ძალიან თვალსაჩინოა, თუნდაც ამ განცხადების ფონზე. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუციის ხელმძღვანელისგან ისმის, როგორც პირდაპირი ცენზურა, მოწოდება ცენზურისკენ და არტისტებს ფაქტობრივად აგდებს იმ სიტუაციაში, როდესაც ისინი ორჯერ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას დახატავენ. ცენზურა, არტისტზე ასეთი ზემოქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგბა და პატრიარქისთვისაც, ისევე როგორც სხვა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, 23-ე მუხლის მეორე პუნქტით, ხელოვანი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ მის შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევისგან. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი.
ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი
ცოფურაშვილი: ნახატზე პატრიარქის განცხადება ისმის, როგორც პირდაპირი ცენზურა
tbl.ge/b5w
დაკოპირდა
ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- ლია უკლებას ნახატი ტუნისის ფემინისტური ხელოვნების ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი
- ცოფურაშვილი: უკლებამ კი არ მოკლა, გააცოცხლა ღვთისმშობელი, დავფიქრდით მასზე
- ჯგერენაია: ჩვენს საზოგადოებაში არის ბევრი ფარისევლობა, ფსევდორელიგიურობა
- ანდრონიკაშვილი: რელიგიური გრძნობები საბაბია სხვისი თავისუფლების შეზღუდვისთვის
- მინდიაშვილი: ქრისტიანობის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა პატრიარქის ქადაგებებია