თბილისის მერია

ჩხარტიშვილი: კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენება ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია

ici.ge

ალექსიძის პირველი ნომრის მაცხოვრებლებმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დავით ნარმანიას კორუფციაში ადანაშაულებენ და 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, პროექტთან მერს ფინანსური დაინტერესება აკავშირებს.

მოქალაქეები დავით ნარმანიას დაშავებული სამშენებლო კოეფიციენტის შემცირებას სთხოვენ.

მათი განმარტებით, არსებული რეგულაციებით საგზაო და ეკოლოგიური პრობლემები იქმნება.

აქციის მონაწილეები ასევე კიდევ ერთი დაგეგმილი მშენებლობის ადგილას სკვერის მოწყობას ითხოვენ.

"კიდევ ახალი ცათამბჯენები ამ უბანს არ სჭირდება, ისედაც შეუძლებელია აქ გადაადგილება და ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი იქნება, საბოლოოდ ჩაკეტვა ჰაერის გადაადგილებისთვის სივრცის. ამასთან, სატრანსპორტო კოლაფსი გარანტირებულია. მოთხოვნა არის ორი. პირველი - მშენებარე სახლი არ იყოს 22 სართულიანი და მისი სიმაღლე შემცირდეს და მეორე -კიდევ ერთი დამატებითი კორპუსი არ აშენდეს და მის ნაცვლად სკვერი გააშენონ", - განაცხადა დემოკრატიის ინსტიტუტის დამაარსებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები