ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

წულუკიანი: გამოძიებას პეტრიაშვილის და მოწმეების დახმარება სჭირდება

პირველ რიგში მინდა ბატონ ალექსის რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვიზიარებ იმ ტრავმას რაც მის ოჯახს მიადგა და ამ წუხილში მეც მათთან ვარ. რაც შეეხება სამართლებრივ კომპონენტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ძალიან აქტიურად მიდის და შს მინისტრი, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მიაკვლიონ დამნაშავის კვალს. იმედს გამოვთქვამ, რომ არა მხოლოდ დაზარალებული, არამედ მასთან ერთად სასფლაოზე მყოფი პირები, სხვა მოწმეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოძიებასთან ითანამშრომლონ. გამოძიებას, როგორც დაზარალებულის დახმარება და თანამშრომლობა, ასევე მოწმეების დახმარება და თანამშრომლბა აუცილებლად სჭირდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ

კომენტარები