ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ჯაფარიძე: ქვეყანაში, სადაც ყოფილ მინისტრს ესვრიან, საუბარი წინსვლაზე ზღაპარია

ის, რაც მოხდა ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით, არის სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი და არის აუცილებელი, რომ საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოხდეს. ქვეყანაში, სადაც ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ესვრიან რამდენიმე ტყვიას, საუბარი რაიმე ქვეყნის წინსვლაზე, დემოკრატიის განვითარებაზე, ან საუბარი იმაზე, რომ აქ რაღაც ინვესტიციები შემოვა, არის უბრალოდ ზღაპარი.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები