თავდასხმა

სიდნეიში თავდამსხმელმა 1 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

Reuters

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში შეირაღებული პირი ქარხანაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემდეგ თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი აიყვანა, თუმცა, პოლიციის დახმარებით მათი გათავისუფლება მალევე მოხერხდა. ამის მერე თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.

სავარაუდოდ, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები