ტერაქტები ბრიუსელში

AFP: ბრიუსელის აეროპორტისა და მეტროს აფეთქებებს მინიმუმ 21 ადამიანი ემსხვერპლა

ზავენტემის აეროპორტი
theGuardian

AFP, ბრიუსელის სახანძრო სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აეროპორტისა და მეტროს ტერაქტებს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.

ფედერალური პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტები აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთი საზღვარზე დამატებით 1600 სამართალდამცველს განათავსებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ისაუბრა. "აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიფხიზლე", - თქვა მან.

კომენტარები