ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეურაცხმყოფელია და შემოგდებული ჭორებია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ქვეყანას ჰყავს ფარული მმართველი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ხელისუფლებას და მთავრობა არის ბუტაფორია. გულწრფელად მინდა, გიპასუხოთ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ჩვენი ოპონენტები ძალიან დიდი ძალით ცდილობენ, ეს აზრი დაამკვიდრონ საზოგადოებაში, თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.