პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრება.
აუდიტორია 115-ის წევრის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათ გუშინ დაუკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. მან აღნიშნა, რომ აუდიტორია 115-ის წევრების მოთხოვნები უცვლელია. ისინი განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.
პრემიერმინისტრი აუდიტორია 115-ის წევრებს გასულ კვირას თსუ-შიც შეხვდა.