ე.წ. კანონიერი ქურდი

შსს: ოთარიკ ზუგდიდსკი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი არ არის

Police.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ე.წ. კანონიერის დეპორტირება მოხდა და ის არ დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაბულასთან საუბარში უარყოფს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ე.წ. კანონიერი ქურდის "ოთარიკ ზუგდიდსკის" საქართველოში დეპორტაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოახდინეს. შსს-სვე ცნობით, მასზე არ არსებობს სისხლის სამართლის დევნა და ის არ არის ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი.

ცნობისათვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აპრილს რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდ "ოთარიკ ზუგდიდსკის" დეპორტაცია მოახდინეს, თუმცა, ის საქართველოში არ დაუკავებიათ. დეპუტატის მტკიცებით, ე.წ. კანონიერი ქურდი ახლა სახლშია და თავის "საქმიანობას" აგრძელებს.

კომენტარები