კრიმინალი

ფალსიფიცირებული ხინკლისა და ქაბაბის დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, შპს "ფასანაური 2010"-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ "თეონა ბუხრაძის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ამზადებდნენ ჯანმრთელობისათვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს - კატლეტს, აფხაზურას, ხინკალს, ტოლმას, ბლინს, ფარშსა და ქაბაბს და შემდგომში ყიდდნენ", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები