ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარე ჩამოვიდა დღეს საქართველოში. მე იმედი მაქვს, დაეხმარება ჩვენს სრულიად უსუსურ საგარეო პოლიტიკურ გუნდს, იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ადეკვატური გზავნილებით წარსდგეს ვარშავის სამიტზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად ვერ მივიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო რეალურად. ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაგედგა ნატოში ინტეგრაციის გზით, ვერ განხორციელდება, მაგრამ ეს სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მისი ძირითადი თემა არის ნატოს სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და ნატოს გაძლიერება შავი ზღვის აუზში. მე ვფიქრობ, დღეს ამერიკული მხარე ჩამოვიდა იმისთვის, რომ შესთავაზოს ქართულ მხარეს, რა გზავნილებით უნდა ჩავიდეს ის ვარშავის სამიტზე, რომ ნატოს ძალიან მნიშვნელოვან კონცეფციაში საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს და გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პარტნიორი.
tbl.ge/1snb
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, ჯონ კერის ვიზიტის შესახებ.
ამავე თემაზე
- კალაძე: ჩვენც ვერ გავიგეთ, [აშშ მოწინააღმდეგეა თუ პარტნიორი]
- კობახიძე: აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს, იმედია, გვექნება პროგრესი
- დანიგანი: საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება ბაიდენისა და ბლინკენის პრიორიტეტია
- პრემიერი აშშ-ზე: უსიამოვნო პრეცედენტები უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მომავალზე
- წერეთელი: აშშ-ს ელჩისთვის გამოწვევაა ამ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო წელს მუშაობა