არჩევნები 2016

ჯაფარიძე: მალე დაინახავთ, რომ პარტიების ერთმანეთში აზელვა არ მომხდარა

რატომღაც ბურჭულაძესთან გაერთიანება აღქმულია ისე, თითქოს მოხდა ამ პარტიების შერწყმა და თითქოს ჩვენ დავკარგავთ საკუთარ იდენტობას, რაც იყო გირჩი და ა.შ. მგონი ამას ძალიან მოკლე პერიოდში დაინახავთ, რომ ჯერ ერთი, არანაირი პარტიების აზელვა ერთმანეთში არ მომხდარა. მეორე, გირჩი დარჩება გირჩად, როგორც იყო აქამდე. გირჩი არ ვარ მარტო მე და ჩემზე არ არის დამოკიდებული, აქ არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლებიც ქმნიან გირჩს და რომლებიც არიან იმ ხედვების და ღირებულებების მატარებლები, რასაც გირჩი აქამდე წარმოადგენდა. ეს ასე დარჩება ყველა შემთხვევაში. მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ, რომც მოვინდომო, ერთი ადამიანი ამას ვერაფერს ვერ ვუზამ. როგორც მე ვერაფერი ვერ შემაცვლევინებს ჩემს ხედვებს, ასევე ამ ადამიანებს ვერაფერი ვერ შეაცვლევინებს საკუთარ ხედვებს

პლატფორმა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოების შეკითხვებს ლაივსტრიმში უპასუხა

კომენტარები