თბილისის მერია

გეგიძე: ნარმანიას გადადგომის საფუძველს ვერ ვხედავ, არჩეული მერია, დანიშნული ხომ არა

დავით ნარმანია ციდან არ ჩამოვარდნილა და არ გამხდარა ქალაქის მერი, დავით ნარმანია აირჩია თბილისის ამომრჩეველმა. ჯობია, რაკი აირჩიეს გარკვეული ვადით... რაღაც საშინელება რომ ჩაიდინოს, საშინელი განცხადებები აკეთოს და არაადეკვატური რომ გახდეს, მაშინ უნდა გადადგეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ რაკი არჩეულია, რა ვადითაც იქნა არჩეული, ის ვადა შეასრულოს, მოვალეობები, მერე ხომ მოვა არჩევნები და ადამიანები მიხვდებიან... პირდაპირ გეუბნებით, ვერ ვხედავ ნარმანიას გადადგომის საფუძველს. ხომ არ არის დანიშნული? დანიშნული რომ იყოს, სხვა საქმეა, მაგრამ არჩეულია. პატივი უნდა ვცეთ. ვინც არის არჩეული, არის წარმომადგენლობითი ფუნქციით აღჭურვილი, ვცეთ ამას პატივი, ჯობია. ემოციები ერთია, მაგრამ ჯობია, რაკი არჩეულია, ისევ არჩევნებით მოხდეს მისი შეცვლა თუ მოხდება და არა გადადგომებით... რა არის გადადგომები, მოაქვს რამე კარგი?

ქართული ოცნების ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ტაბულას კითხვაზე - უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია.

კომენტარები