ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მიღწევა დაგვიგროვდა. თუმცა, ამჟამად NATO-სთვის და ზოგადად, რთული პერიოდია. ვარშავის სამიტზე დავინახეთ, რომ NATO-ს როგორც ალიანსს, ლიდერის პოზიცია უკავია თავდაცვის კუთხით, თუმცა ის გამოწვევების წინაშე დგას. საქართველომ ბევრს მიაღწია, დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის შესახებ დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის არჩევანს. საქართველო დასავლური არჩევანის გამო უკვე დაისაჯა, რაც სამწუხაროა ყველასთვის. მსგავს საკითხებზე დიალოგმა კი უნდა მიგვიყვანოს პასუხამდე, თუ როგორ შექმნას NATO-მ უსაფრთხოება მსოფლიოში.
tbl.ge/1v49
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-საქართველოს შესახებ. რუსთავი 2-ის თარგმანი.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან
- იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა
- წაქაძე: უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ, შეიძლება, აშშ-ს დამარცხება მოგვთხოვონ
- საგარეო: მივესალმებით ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას
- საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის MAP-ი დასჭირდება – NATO-ს სამიტის კომუნიკე