ჩვენი დაპირება, ჩვენი წინადადება იყო, რომ ეს ცვლილება [ქორწინების დეფინიციაზე] უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და აუცილებლად შევა. არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე ადამიანის უფლებების დარღვევის - ის ფორმულირება, რომლის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. არავინ ამბობდა დღემდე, რომ დარღვევაა, რატომ იქნება კონსტიტუციაში დარღვევა ადამიანის უფლებების ის, რაც არ არის დარღვევა სამოქალაქო კოდექსში. თუ დარღვევაა, გვითხრან, რას გვთავაზობენ, რით შეიძლება, შევცვალოთ სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი. არ არსებობს ეს კითხვა. ეს არის აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაური, რომელიც უსაფუძვლოა და არაფერ შუაშია ადამიანის უფლებებთან. კონსტიტუციაში ჩაწერა მეტი ლეგიტიმაციაა, რომ არ იყოს საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვები.
საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე
სუბარი ქორწინებაზე ცვლილებაზე: აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაურია
tbl.ge/1yij
დაკოპირდა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ.
ამავე თემაზე
- NGO-ები: ქორწინებაზე ჩანაწერი დაამძიმებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში
- ტუღუში: ვენეციის კომისია კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერს პოზიტიურად არ უყურებს
- მაჭავარიანი ქორწინების ცვლილებაზე: გამიგია, ხალხი ტელევიზორზე, კატაზე ქორწინდება
- გირჩი: ქორწინებით კონსტიტუციით განსაზღვრა შეზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს
- გოგიჩაიშვილი ქორწინებაზე ცვლილებაზე: არ მგონია, ადამიანის უფლებები ირღვეოდეს