თელ-ავივში დღეს გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა.
მანამდე, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოისტმა კობა მჭედლიშვილმა.
ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა, ხოლო მჭედლიშვილი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დაუპირისპირდა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი იპონზე.