საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს მთავრობის მეთაურის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, ამის შესახებ დადგენილება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
დადგენილება პრემიერმინისტრის კანდიდატურის
წამოყენების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.
გიორგი მარგველაშვილი
ამავდროულად პრეზიდენტმა გამოსცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოქმედი მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.