მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედიათემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. ჩვენ ვგულისხმობთ აბსოლუტურად ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც დაიწყო ჩემი და ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვით, შემდეგ მაესტროში მიმდინარე მოვლენებით, გაგრძელდა რუსთავი ორით, თუნდაც იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის თემით, რამაც გააჩინა არაერთი შეკითხვა.
tbl.ge/20u5
დაკოპირდა
პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.
ამავე თემაზე
- ტელეკომპანია იმედი: გაუგებარია ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები
- მაჭავარიანი: იმედთან და რუსთავი 2-თან ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება მიღწეული არ არის
- მაჭავარიანი გრიგოლიაზე: რომელ მინისტრებსაც ამით აშანტაჟებდნენ, იქ გააგრძელონ შანტაჟი
- 20:30-ის წამყვანი მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას წაიყვანს
- 2016 წელს პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი იმედმა აიღო