ლარის გაუფასურება

კაპანაძე ლარზე: ბაზარზე პანიკის განმაპირობებელი იყო მთავრობის განცხადება

რა თქმა უნდა, ნაწილობრივ სიმართლეა, რომ ბაზარზე პანიკა და აჟიოტაჟი შეიქმნა. მაგრამ ამის მთავარი განმაპირობებელი იყო ის განცხადება, რომელიც მთავრობამ გააკეთა. ეს არ არის მარტო ლარიზაციის გეგმა, ეს არის მთელი ის პაკეტი, რომელიც ასე ამაყად გამოაცხადა პრემიერმინისტრმა, რომელმაც ნამდვილად შექმნა ცუდი მოლოდინები ბაზარზე. ანუ მთავარი, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც ბოლო დღეებში ხდება, არის პირდაპირ მთავრობა. სხვაზე, ვერავისზე ვერ გადაიტანენ ამ ისრებს, მათ ბევრჯერ სცადეს აქამდე, რომ ხან ქადაგიძე იყო დამნაშავე, ხან რეგიონში მიმდინარე პროცესები, ხან ოპოზიცია, მაგრამ ახლა ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია.

ენმ-ის დეპუტატი სერგი კაპანაძე ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები