დღეს ელიზაბეტ II ინგლისის სამეფო ტახტზე ასვლის 65-ე წელს აღნიშნავს.
ელიზაბეტ II გახდა ბრიტანეთის პირველი მონარქი, რომელმაც საფირონის იუბილეს მიაღწია.
დედოფალი იუბილეს ტრადიციული სამხედრო სვლით აღნიშვნას აპირებს, თუმცა მსვლელობაზე დასწრებას ვერ მოახერხებს.
ელიზაბეტ II ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა.