დღეს პატრიარქთან ერთად შევხვდი ჩვენს მეუფეებს და დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებით ვითარდება. პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია, პოლიტიკოსებიც რომ ასე ღიად ვსაუბრობდეთ, კარგი იქნებოდა.
საქართველოს საპარტრიარქო
პრეზიდენტი: კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ისე ღიად ვსაუბრობდეთ, როგორც მეუფეები
tbl.ge/272y
დაკოპირდა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობენ, რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ამავე თემაზე
- პატრიარქმა პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა – "ოჯახის ცხოვრება"
- საპატრიარქო: ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება
- TDI საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე: მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს
- საპატრიარქო: გრიგოლ ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს
- საპატრიარქო: ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის უპირობო მხარდაჭერა არასწორია