პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, სხდომაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. უშიშროების საბჭომ NATO-ს ბრიუსელის სამიტზეც იმსჯელა:
„ბრიუსელის სამიტზე მარტო NATO -ს წევრი ქვეყნები არიან მოწვეული.შესაბამისად, საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას - კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს", - ამბობს მარგველაშვილი.
უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.