მინდა, მოვუწოდო ბატონ გიორგისაც და სხვა პოლიტიკოსებსაც, რომ სასამართლოს სჭირდება ამ ეტაპზე დახმარება და გვერდში დგომა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოში არის მართლა რეალურად კრიზისი, არადა, სასამართლო ვითარდება სწორი მიმართულებით, ჩემი მოსაზრებით. ამიტომ, ერთი თხოვნა მექნებოდა მე ბატონ პრეზიდენტთან და ყველა პოლიტიკოსთან - თუ დაუდგებიან გვერდში ამ პროცესში სასამართლო სისტემას, ვიქნებით ძალიან დიდი მადლობლები, თუ არადა, სულ მინიმუმ, ხელს ნუ შეუშლიან. ბატონ პრეზიდენტი თუ არ იზრუნებს სასამართლო სისტემაზე, ხელს მაინც ნუ შეუშლის ამ პროცესის განვითარებას, ეს ხელს უშლის მისი გამონათქვამები, რომ სასამართლოში არის კრიზისი, ამას უსმენს საქართველოს მოსახლეობა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლა არის კრიზისი. არადა, თუ ჩავიხედებით სტატისტიკაში, აბსოლუტურად სხვას მეტყველებს დღევანდელი სასამართლო სისტემა.
tbl.ge/29xu
დაკოპირდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია. პრეზიდენტმა ყოველწლიური გამოსვლისას თქვა, რომ აუცილებელია, კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობა.
ამავე თემაზე
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა
- მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა – საია-ს ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე