UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა. ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა ფინალში ტურინის იუვენტუსი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
რეალის პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ მე-20 წუთზე გაიტანა, მას მოჰყვა კარლოს კაზემიროს გოლი 61-ე წუთზე. 64-ე წუთზე რონალდუმ მეორედ გაიტანა, 90-ე წუთზე კი მარკო ასენსიომ გუნდს მე-4 გოლი მოუტანა.
იუვენტუსის ერთი გოლი 27-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა.
რეალისთვის ეს რიგით მე-12 გამარჯვებაა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე.
უეფას ჩემპიონთა ლიგა