ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამეგრელოს რაიონში კერძოდ, აბაშაში 10 მილიონის ღირებულების 200 ჰექტარი მიწა მთავრობამ საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ - უჩა მამაცაშვილს და მის გარემოცვას ერთ ლარად გადაეცა.
რუსთავი 2-ის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, მთავრობის განკარგულებით 2014 წლის 200 ჰექტარი მიწა ერთ ლარად შპს "საქართველოს მიწის კორპორაციას" გადაეცა. 2014 წელსვე, მთავრობის სხდომაზე საკითხი იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა და იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა.