ნიუ იორკი

მამაკაცს, რომელსაც ნიუ ორკის მეტროში ფარშევანგი გადაჰყავდა, ყურადღება არ მიაქციეს

ნიუ იორკის მაცხოვრებლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღის განმავლობაში ათასობით უცნაურობას აწყდებიან. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ ჩემოდანში ჩასმულ ძაღლსა თუ მეტროს გადაჭედილ ვაგონში საჭმლის მირთმევის პროცესს, მეტროში მყოფი ფარშევანგით ნამდვილად ვერ გააკვირვებთ. 

სწორედ ასე ჩაუვარდა Reddit-ის ერთერთ პოპულარულ მომხმარებელს თავისი ხუმრობა. ახალგაზრდა მამაკაცმა მეტროში ფარშევანგი შეიყვანა, თუმცა მისთვის არც ყურადღება მიუქცევიათ და არც შოკში ჩავარდნილან. ხალხს საერთოდ არ აინტერესებდათ უზარმაზარი ფრინველი, რომელიც მთელ ვაგონს ზემოდან დაჰყურებდა. 

ამის შემდეგ ფარშევანგის პატრონმა Reddit-ზე ფოტო გამოაქვეყნა და ხუმრობით დაწერა, რომ ფარშევანგი დანაყრებული იყო. 

"ეს ტრიბეკაში (უბანი ქვემო მანჰეტენზე) ერთერთი ბარის თილისმაა. ეს ფარშევანგი კი ბარის მეპატრონე კეტრინისაა,"- წერს მომხმარებელი ფორუმზე. 

მას შემდეგ, რაც "ბიჭი ფარშევანგით", ფაქტობრივად, ვირუსული გახდა ინტერნეტში და ყველა ამ თემაზე წერდა, ნიუ იორკის სატრანსპორტო სამსახურმა სცადა, რომ ბოლო მოეღო ამ ხუმრობისთვის და ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტის დამყარება სცადა, თუმცა ნიუ იორკის მოქალაქეები სატრანსპორტო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ Twitter პოსტს ხუმრობებით გამოეხმაურნენ და წერდნენ, რომ მათ უარესიც უნახავთ ქალაქის ტრანსპორტში.  

კომენტარები