სტიქია

სიერა-ლეონეში ღვარცოფის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 350-მდე გაიზარდა

AP

სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში მეწყრისგან გამოწვეული ღვარცოფის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 350-მდე გაიზარდა, ათასობით ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 100 ბავშვია. 

ფრითაუნში მეწყერი გუშინ დილით ჩამოწვა, როდესაც მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს ეძინა. ღვარცოფის შედეგად უსახლკაროდ არის დარჩენილი 3000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები