არჩევნები 2017

შსს: არ ვადასტურებთ, რომ ევროპული საქართველოს წევრს ხობში თავს დაესხნენ

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხობში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე თავდასხმაზე არ დასტურდება. 

ცოტა ხნის წინ ევროპულმა საქართველომ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, დღეს საღამოს ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს ჯემა ჭანტურია უცნობი პირები დაესხნენ თავს. 

მათივე განცხადებით, თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მორიგი ძალადობით დაემუქრნენ. 

პარტია წერს, რომ სოფელ ქვალონში ევროპული საქართველოს ყველა პლაკატია ჩამოხეული. შსს ამბობს, რომ პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ადასტურებს და ეს საარჩევნო კოდექსის 92-ე მუხლის დარღვევაა. მათივე თქმით, აღნიშნული დამამტკიცებელი მასალა ხობის რაიონის სამართალდამცავებს გაეგზავნებათ. 

კომენტარები