თბილისის საკრებულო

სოფო კილაძე: ნაციონალური მოძრაობა დარბევის პროვოცირებას ცდილობს 

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი კარგი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, რამენაირად ჩირქი მოსცხოს მის სახელს, თუმცა ზუსტად ვიცი, ეს არ გამოუვა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა დამსახურება აქვს ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია, რომ იქნებ გამოიწვიონ ხელისუფლება, იქნებ ვინმემ დაარბიოს, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერი უნდა იყოს და იქნება კიდეც კანონის შესაბამისად.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას უთხრა. 

კომენტარები